ტვირთების ძებნა
Central Dispatch-სა და Super Dispatch-ზე (და სხვა ძირითად ლოუდბორდებზე) ფილტრავ შეკვეთებს ლოკაციით, მანქანის ტიპით და ფასით — და პოულობ საუკეთესოს მძღოლის მარშრუტისთვის.
8 პრაქტიკული გაკვეთილი ნულიდან — ყველა ძირითადი ლოუდბორდი (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა), მარშრუტის დაგეგმვა, ბროკერებთან მოლაპარაკება და ცოცხალი სიმულაციები. იმუშავე აშშ-ის ბაზარზე საქართველოდან.
მძღოლი უკვე გყავს — შენი საქმეა, მის ავტომზიდს მუდმივად ჰქონდეს მომგებიანი შეკვეთები. ეს არის ერთი შეკვეთის სრული ციკლი.
Central Dispatch-სა და Super Dispatch-ზე (და სხვა ძირითად ლოუდბორდებზე) ფილტრავ შეკვეთებს ლოკაციით, მანქანის ტიპით და ფასით — და პოულობ საუკეთესოს მძღოლის მარშრუტისთვის.
ინგლისურ ენაზე ურეკავ ბროკერს ან დილერს, ამოწმებ მის რეიტინგს, ათანხმებ რეალურ ფასს და იღებ Rate Confirmation-ს.
რამდენიმე შეკვეთას აერთიანებ ერთ მრავალწერტილიან მარშრუტში, სწორად ანაწილებ SUV-ებსა და სედანებს და ამცირებ ცარიელ გარბენს.
შეკვეთას პირდაპირ მძღოლს უგზავნი Super Dispatch-ის აპლიკაციაში — აყვანისას და ჩაბარებისას ის აკეთებს ფოტო-ინსპექციას (eBOL).
მანქანები ჩაბარდა, ინვოისი გაიგზავნა, გადამზიდავმა თანხა მიიღო — შენ კი იღებ შეთანხმებულ საკომისიოს, მაქსიმუმ 5%-ს.
აშშ-ის ღია ავტომზიდის (Open Carrier) საბაზრო ტარიფების საორიენტაციო მაგალითი: რამდენიმე შეკვეთა ერთ სრულ ტრაილერად.
* ციფრები საორიენტაციოა და ეფუძნება ბოლოდროინდელ საბაზრო ტარიფებს. რეალური ფასი დამოკიდებულია სეზონზე, მიმართულებაზე, მანქანის ტიპსა და შეთანხმებაზე. ჩვენ არ გპირდებით „სწრაფ მილიონებს“ — გასწავლით პროფესიას.
პროფესიული სასწავლო პროგრამა დამწყები დისპეჩერებისა და ლოგისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
შეძლებ დამოუკიდებლად მართო ავტომზიდი აშშ-ის ბაზარზე, აწარმოო მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე და ეფექტურად გამოიყენო ყველა ძირითადი ლოუდბორდი.
გჭირდება ლეპტოპი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
ვიწყებთ ნულიდან — წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.
Mock Calls ბროკერებთან ინგლისურად — ისე, როგორც რეალურ სამუშაოზე.
ყველა ძირითადი ლოუდბორდი (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა) — ზუსტად ის სისტემები, რითაც ყოველდღე იმუშავებ.
ისწავლე კომუნიკაცია, ინსპექცია და პრობლემების სწრაფი მოგვარება.
სწავლა მიმდინარეობს ადგილზე, მცირე ჯგუფებში — მეტი ყურადღება თითოეულ სტუდენტზე.
დააჭირე ვიდეოს ხმით სანახავად.
სხვა კითხვა გაქვს? მოგვწერე Instagram-ზე, TikTok-ზე ან ელ-ფოსტაზე: [email protected]
არა. კურსი იწყება საფუძვლებიდან — ინდუსტრიის მიმოხილვით, ტერმინოლოგიითა და დოკუმენტაციით.
ბროკერებთან საუბრისთვის საჭიროა საბაზისო სასაუბრო ინგლისური. მე-8 გაკვეთილზე ცოცხალ სიმულაციებში ვავარჯიშებთ ზუსტად იმ ფრაზებს, რაც სამუშაოზე დაგჭირდება.
კურსზე სიღრმისეულად შეისწავლი ყველა ძირითად ლოუდბორდს (Central Dispatch, Super Dispatch და სხვა წამყვანი საბროკერო პლატფორმები), საიდანაც ამერიკული ქარ ჰაულინგის ბაზარზე შეკვეთები იმართება.
დისპეჩერი, როგორც წესი, იღებს გადამზიდავის შემოსავლის მაქსიმუმ 5%-ს. მაგალითად, 8 მანქანიანი რეისიდან, რომლის ჯამია დაახლოებით $5,600, საკომისიო იქნება ~$280. საბოლოო შემოსავალი დამოკიდებულია შენს გამოცდილებასა და მართული ავტომზიდების რაოდენობაზე.
ამ ეტაპზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ ფიზიკურად — ბათუმში, მცირე ჯგუფებში (ონლაინ ფორმატი მხოლოდ მომავალში დაემატება). დეტალებისა და განრიგისთვის შეავსე ქვემოთ მოცემული განაცხადი ან მოგვწერე ელ-ფოსტაზე: [email protected]
სწავლა მიმდინარეობს ფიზიკურად ბათუმში — ადგილები ჯგუფში შეზღუდულია. შეავსე მოკლე განაცხადი და გაგზავნე მზა წერილი ერთი დაჭერით.